ანაზღაურება და თანხის დაბრუნება

არასასურველი პროდუქტის დაბრუნება

სანამ ნივთი დაბრუნდება საქართველოში და საწყის მდგომარეობაში იმყოფება, ჩვენ ვიბრუნებთ პროდუქციას ქვემოთ მოცემული წესების შესაბამისად, რომელიც მოიცავს სამართლიანი გამოყენების წესებს. სხვა ქვეყნებიდან დაბრუნება არ მიიღება.

საქართველოში საქონლის დაბრუნების წესები 

თუ თქვენ დააბრუნებთ ნივთს ანაზღაურების თხოვნით გაცემიდან „10 დღის განმავლობაში“ მიწოდების შემდეგ,ჩვენ დაგიბრუნებთ სრულ თანხას,გადახდის საწყისი მეთოდის მეშვეობით. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შპს "გლამადორი" არ ფარავს დაბრუნებული პროდუქციის გაგზავნა / მიწოდების საფასურს, თუ თქვენი შეკვეთა არ იყო შეცდომით შეკვეთილი ან არასწორი.

თქვენი პროდუქტის დასაბრუნებლად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ჩვენი საიტის დახმარების სერვისს ,"ეტიკეტის დაბრუნების" მოთხოვნით, შეავსეთ იგი, დაურთეთ პროდუქტს და დააბრუნეთ ეტიკეტზე მითითებულ მისამართზე. ვინაიდან დაბრუნებული პროდუქციის გაგზავნა-მიწოდების საფასურს იხდის მყიდველი, თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ნებისმიერი საკურიერო კომპანიით პროდუქტის ჩვენთან გამოსაგზავნად.

საქონელი, რომელიც არ იქნა დაუბრუნებული მიწოდებიდან "10 დღის განმავლობაში", არ მიიღება უკან და არ ანაზღაურდება .თუ 10 დღის შემდეგ საქონლის უკან დაბრუნებას ცდილობთ, მოგვიწევს დაგიბრუნოთ უკან საქონელი მითითებულ მისამართზე და მოგთხოვოთ დაფაროთ მიწოდების ხარჯები.

ჩვენი მიზანია დაგიბრუნოთ დაბრუნებული ნივტის საფასურს მიღებიდან 14 დღის განმავლობაში იმ შემთვევაში, თუ ყველა სტანდარტი აკმაყოფილებს დაბრუნების პოლიტიკას.

საწყისი მდგომარეობა

მისაღებია ნივთის მოსინჯვა, ისევე როგორც მაღაზიაში, მაგრამ ნუ ჩაიცვამთ მას.. თუ ნივთი დაგვიბრუნდება დაზიანებულ, ნახმარ ან შეუფერებელ მდგომარეობაში, ჩვენ ვერ დაგიბრუნებთ თანხას და შესაძლოა მოგვიწიოს უკან გამოგიგზავნოთ (და მოგთხოვთ დაფაროთ მიწოდების ხარჯები). ყველა ნივთი მოწმდება დაბრუნებისთანავე.

სრული თანხის დაბრუნებისთვის, ყველა ნივთი უნდა დაბრუნდეს ჩვენთან / გამოუყენებელ მდგომარეობაში. ორიგინალი შეფუთვით და ეტიკეტით.

პასუხისმგებლობა

თქვენ ხართ პასუხისმგებელი დაბრუნებულ საქონელზე მანამდე,სანამ ის არ აღმოჩნმდება ჩვენთან. ამიტომ დარწმუნდით, რომ პროდუქტი სწორად არის შეფუთული,არ დაზიანდება და არ დაიკარგება გზაში.

ვინაიდან ამანათი რჩება თქვენს პასუხისმგებლობის ქვეშ, სანამ ის არ დაბრუნდება ჩვენთან, დარწმუნდით,რომ თქვენ მიიღებთ საფოსტო გზავნილის დამადასტურებელ საბუთს, თუ დაგჭირდებათ ჩვენთან დაკავშირება ამანათის დაბრუნების შესახებ.

სამართლიანი გამოყენება

თუ ჩვენ შევამჩნევთ დაბრუნების აქტივობის უჩვეულო ნიმუშს, რომელიც არ ასახავს ჩვეულებრივ ნიმუშს(მაგალითად, დიდი რეაოდენობით შეკვეთები და დაბრუნების ტრაფიკი ერთსა და იმავე პიროვნებისგან/ან რეგიონიდან,ჩვენ მოგვიწევს გამოვრთოთ და გავაუქმოთ მისი ყველა ანგარიში.თუ ეს შეგემთხვათ თქვენ და თვლით რომ ჩვენ დავუშვით შეცდომა, დაუკავშირდით ჩვენი საიტის დახმარების სერვისს და სიამოვნებით განვიხილავთ ამ პრობლემას თქვენთან ერთად.

თუ თქვენი ანგარიში გამორთულია და საჭიროა სწორი დაბრუნების გაკეთება, დაუკავშირდით საიტის მომხმარებელთა მომსახურებას. ისინი მოგცემენ დაბრუნების ეტიკეტს, თუმცა თქვენ იქნებით პასუხისმგებელი ჩვენთან საქონლის დაბრუნებაზე.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, ვიმოქმედოთ თქვენს წინააღმდეგ იურიდიულად, თუ დაბრუნებული ნივთები არ ემთხვევა თქვენს შეკვეთილ ნივთებს.

საქონლის გაცვლა

ჩვენ არ ვთავაზობთ გაცვლას. თუ გსურთ სხვა ზომა,ფერი, ან სხვა პროდუქტი, გთხოვთ დააბრუნოთ თქვენი არასასურველი ნივთი და შეუკვეთოთ ახალი შეკვეთა